მთავარი ციტატა

“ჩანს, გამტაცებელს საბრძოლო გამოცდილება აქვს, იარაღი კარგად უჭირავს, ყუმბარის ქონაც მიანიშნებს ამაზე,”- სამხედრო ექსპერტი

„მძარცველს ხელში კალაშნიკოვი უჭირავს – AK-74. როგორც ჩანს, მას აცვია ჯავშან-ჟილეტი, რომელზეც რამდენიმე დამატებითი მჭიდი აქვს. ჟილეტი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ტყვია-გაუმტარ დამცველად გულ-მკერდის არეში.ჩანს, მას მარჯვენა მკლავზე ჩვენი გერბი უკეთია. როგორც ჩანს, მას საბრძოლო გამოცდილება აქვს, რადგან იარაღი კარგად უჭირავს. ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სამხედრო განათლება აქვს მიღებული, ყუმბარის ქონაც მიანიშნებს ამაზე,.”

ვახტანგ მაისასია – სამხედრო ექსპერტი

აღნიშნულით ვახტანგ მაისაია ზიგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

იტვირთბა....