ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ამაზე საუბარი და მით უმეტეს პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება” – გახარია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

„ახლა ამაზე საუბარი და მით უმეტეს პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება, რადგან ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში. დარწმუნებუილი ვარ სამართალდამცველები ყველა ღონეს გმოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება დამთვრდეს მშვიდობიანად.

რაც შეეხება კრიმინალს, არის გარკვეული დანაშაულებები, სადაც ზრდა გვაქვს, რადგან ზოგიერთი დანაშაული საერთოდ არ იყო 3-4 წლის წინ კვალიფიცირებული, თუმცა შეადარეთ მძიმე დანაშაულებების მუხლები 10, თუნდაც 15 წლის წინანდელ პერიოდს“ – აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....