დეზინფორმაციაა ინფორმაცია თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ – ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საელჩომ საქართველოში.
საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.
“ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის მიხედვით ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკა შეიძლება აზერბაიჯანში გადაიტანონ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალებისაა, გადაადგილება კი საქართველოს უსაფრთოხების საკითხებს უკავშირდებოდა.
საელჩო მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც პანიკის შექმნა და არასასურველი შედეგების გამოწვევა შეუძლია”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

