ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანის, ანარ ეივაზოვის განცხადებით, აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

პრესდივნის განცხადებით, გათავისუფლებულია ის სოფლები, რომლებიც წლების განმავლობაში სომხური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ფრონტის აგდარინის მიმართულებაზე და მუროვდაგსკის ქედზე აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა „ოკუპანტების მთელი რიგი პოსტები“.

შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.

ინფორმაციისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის აღნიშნული რეგიონი, რომელიც ძირითადად სომხებით დასახლებულია ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

იტვირთბა....