ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია საველე შტაბისა და 3 ტ-72-ის ტიპის ტანკის განადგურების მომენტები.

ვიდეოში ასევე ჩანს მტლბ-ს ტიპის ჯავშანმანქანა 23 მმ-იანი საზენიტო ავტომატით, რომელსაც ბაირაქთარის ტიპის უპილოტო დამრტყმელი აპარატიდან ანადგურებენ აზერბაიჯანელები.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

იტვირთბა....