აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი შეტაკებები გრძელდება. ყარაბაღში, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით საომარი მოქმედებები დილის სათებში განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას აზეირბაიჯანული მხარე ავრცელებს.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომ სომეხი მოხალისეები, რომლებიც სომხეთიდან ჩამოვიდნენ ყარაბაღში, სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებენ ბრძოლაზე- ეშინიათ საომარი მოქმედებების ინტენსივობისა და დიდი დანაკარგების.
„ღამის 12-იდან 07:00 საათამდე 5 ჯავშანმანქანა, 3 სამხედრო პოზიცია და მტრის ქვეითთა ჯარის ძალზე დიდი რაოდენობა იქნა განადგურებული“ – განაცხადეს აზეირბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, აგდერის მიმართულებით სამხედროებმა აიღეს და მტრის სამხედროებისგან სრულად გაათავისფულეს სიმაღლეები მადაგიზისა და სხვა დასახლებული პუნქტების გარშემო. აგრეთვე სომეხთა თავდაცვითი ხაზი გარღვეულია ჯებრაილ-ფიზულის მიმართულებაზე, სადაც სამხედროებმა მოახერხეს სომხური დანაყოფების წინააღმდეგობის გადალახვა, აიძულეს უკან დახევა. თავდაცვის უწყების თქმით, აზერბაიჯანული მხარე აგრეთვე აკონტროლებს ტერიტორიებს მუროვდაგის მიმართულებითაც.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.