ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასტან, რგორც ფაშინიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების შესაძლებლობაც არსებობს.

„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი ვარიანტი არსებობს. ასევე არსებობს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ყველა ეს ვარიანტი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

 

იტვირთბა....