ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სარჩელის მიხედვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდში აკადემიურ გადაწყვეტილებებზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

ჰარვარდის უნივერსიტეტი ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 2.2 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსების გაყინვა შეაჩეროს.

უნივერსიტეტმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღაზას ომთან დაკავშირებული სტუდენტური აქტივიზმის თვეების შემდეგ Ivy-ლიგის რამდენიმე უნივერსიტეტში ცვლილებების შეტანა სცადა. ადმინისტრაციამ კამპუსის პროტესტი ანტიამერიკულად შეაფასა, ხოლო უნივერსიტეტები ლიბერალურ და ანტისემიტურად, რაც ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა უარყო.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში შეერთებული შტატების მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2,2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა და დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გრანტის გაყინვას განიხილავს.

იტვირთბა....