“100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან. ის პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე”– დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
„ბათუმელები/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 100 დღე გავიდა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.