ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია” – ეუთოს გენერალური მდივანი

ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში იმყოფება.

დღეს ის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა, სადაც ეუთოს მდივანმა საქართველოზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს.

მე რა თქმა უნდა ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეუთო დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას…

ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა არაერთგზის რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შრის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან… ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. 

სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისათვის…

ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია.” – განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა.