ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ყარაბაღში ვითარების დასარეგულირებლად შუამავლის როლი შეასრულს

რუსეთის დუმის დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ, ყარაბაღის ზონაში აზერბაიჯანულ და სომხურ მახრეებს შორის ვითარების დასარეგულირებლად, შუამავლის როლი შეასრულონ.

რუსეთის დუმამ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება. მირებული დადგენილებით, რუსი დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, ცეცხლი შეწყვიტონ და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

„სახელმწიფო დუმა აცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობის და ვითარების დარეგულირების მშვიდობიანი უალტერნატივობის შესახებ. სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა პროცესს და მზად არიან, შეასრულონ შუამავლის როლი სიტუაციის დასტაბილურების საკითხში“ , – ნათქვამია გნაცხადებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

 

იტვირთბა....