სომხეთის არმიის მესამე მოტომსროლი პოლკი, რომელიც მთიან ყარაბაღში იყო დისლოცირებული, მთლიანად გავანადგურეთ – ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგიაჰლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული პოლკი მთლიანად განადგურებულია და სომხური მხარე გარდაცვლილებისა და დაშავებულების ევაკუაციისთვის დახმარებას ითხოვს.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.