“არის თუ არა მთიანი ყარაბაღი ოკუპირებული? აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პატრონის პასუხი ცალსახაა – არის. სხვა პასუხი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შენ არც ამ რეგიონების ოკუპაციას აღიარებ. ამ ფუნდამენტალურ პასუხზე ყალიბდება პოლიტიკა, ბუნებრივია მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.