“გუშინ, პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ, როცა პუტინმა თქვა, რომ უკრაინულ ენერგეტიკაზე შეჩერდება თავდასხმა, 150 დრონი გაუშვეს ჩვენი მიმართულებით, მათ შორის დარტყმები განხორციელდა ენერგეტიკის ობიექტებზე, ტრანსპორტზე, დაზიანდა ორი საავადმყოფო, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება”.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ტრამპის იდეას მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.