უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები (ВСУ) ბელგოროდის ოლქში სამხედრო მოქმედებებში არიან ჩართულები.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ВСУ-მ “დემიდოვკასა და პრილესიეს მიმართულებით რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში ერთეულების გარღვევა სცადა. სამინისტროს თანახმად, დღის განმავლობაში 5 თავდასხმა მოხდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას უფლება აქვს, რუსული იერიშებისთვის თავის ასარიდებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
“ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული ნაბიჯები, სანამ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება.
სუმის ოლქის საზღვარზე ჯარისკაცების ახალი შეგროვება ვნახეთ. ვხედავთ, რისი გაკეთება სურთ, მათ სურთ, რომ სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს ოლქებზე იერიშები მიიტანონ. აი, რას ვხედავთ ჩვენ. ამის საშუალებას ჩვენ მარტივად არ მივცემთ”. – თქვა ზელენსკიმ.