დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია, მათ შორის შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და 4 C-300 ტიპის მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 72 დრონი ჩამოაგდო. გარდა ამისა, 45 უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა, საიდანაც 19 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
გარდა ამისა, რუსეთმა დნიპროპეტროვსკში უკრაინის რკინიგზის ენერგოსისტემას შეუტია, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგების პროცესს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ობიექტზე იერიში მეორედაც მიიტანა.
ამასთან 18 მარტის საღამოს სუმის ოლქში რუსეთმა მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 29 წლის კაცი, ხოლო 3 ადამიანი დაშავდა.
ოკუპანტებმა იერიში კიევის ოლქზეც მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი და 19 მანქანა.