19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი ბრალს არ აღიარებს. მათ სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს.
პროცესზე საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაცხადა, რომ მას განცხადების გაკეთება სურდა. ის განცხადებას, სავარაუდოდ, სხდომის დასრულებამდე გააკეთებს.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს.
გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.
ამასთან, 4 სექტემბერს საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.