19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დრეს სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ბრალეულობაზე იმსჯელებს.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდეს. ჩიქოვანს ბრალი დაუზუსტდება და მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
ცნობისთვის, დაკავებულიდან ვახტანგ ჩიქოვანი ერთ-ერთია, რომელსაც ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება მას 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტსაც ედავება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები არიან.
ცნობისთვის, ბრალდებული 17 პირიდან 6 არასწრულწლოვანია, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.