ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ბრალი ოფიციალურად დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ამისშესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ფეხბურთელ ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა,

ჩარკვიანის თქმით, ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმე ეხება აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდს. რა დროსაც “საბურთალოელები” ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნახალოვკელებს.”

„გამომძიებელი მოვიდა ბრალის დასაზუსტებლად, სინამდვილეში კი ახალი ბრალის – 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ფორმულირება წარმოდგვიდგინეს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება პირველი ჩხუბის ეპიზოდში ედავება, ვითომ ფიზიკურად გაუსწორდა ნ.ხ-სა და ვახტანგ ჩიქოვანს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნ.ხ დაზარალებულად ცნეს, ის არავის ადებს ხელს, შესაბამისად საქმეში დაზარალებული არ არის”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.

ცნობისთვის, ბრალდებული 17 პირიდან 6 არასწრულწლოვანია, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.

იტვირთბა....