ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებულის პროცესი გაიმართება.

პროცესზე განიხილება ძალადობის ორგანიზება და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გარდა ამისა, მოსამართლე არსებული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმსჯელებს. თავიხ მხრივ, დაცვის მხარე მოსამართლესთან შუამდგომლობას დააყენებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასა და აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ცალკეწარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.

ამასთან, 4 სექტემბერს  საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

იტვირთბა....