გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. საქმე ეხება არა განზრახ მკვლელობას, არამედ ძალადობის ორგანიზებას და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ხვალ უნდა გაირკვეს, საქმის რა მასალებს ცნობს მოსამართლე დასაშვებად. ასევე, დადგება რამდენიმე მოთხოვნა ადვოკატების მხრიდან – ერთი, ეს არის აგარაკზე მომხდარი ჩხუბის ცალკე წარმოებად გამოყოფა, მეორე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ანუ დაკავებულების გათავისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. საკუთარი შუამდგომლობები ექნება პროკურატურასაც.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.
ამასთან, 4 სექტემბერს საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.