ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ამირხანაშვილს და ახვლედიანს შესაძლოა ბრალი წარედგინოთ

დღეს სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვას იწყებს. 19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმე” გური ამირხანაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი წაუყენონ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის მოწმის, მარიამ ხატისკაცის ჩვენების თანახმად, “პირველებმა” გაიგეს შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა პოლიციაში არ დარეკეს.

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი გამორიცხავს, რომ გამოძიება ახვლედიანის მიმართ რაიმე კვალიფიკაციით დაიწყოს.

“არანაირი საფუძველი იმის მტკიცების, რომ ახვლედიანმა ვინმეს აუკრძალა პოლიციაში დარეკვა , დაკონტაქტება არ არსებობს. ახვლედიანმა გამოთქვა, მოსაზრება, რომ ჯერ შეეტყობინებინდა და გადაემოწმებინა ოჯახში ხომ არ მივიდა. არანაირი საფუძველი, რომ შეუტყობინებლობით ან სხვა რაიმე კვალიფიკაციით დაიწყოს გამოძიება ამის საფუძველი არ არსებობს, მსგავს რამეს გამოვრიცხავთ” – აცხადებს ახვლედიანის ადვოკატი.

ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მარიამ ხატისკაცმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვახო ახვლედიანმა და გურამ ამირხანაშვილმა ის დაარწმუნეს, პოლიციაში არ დაერეკა, რადგან დაკარგული გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.

ამასთან, 4 სექტემბერს  საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

იტვირთბა....