ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისედაც ვაპირებდი წესის აგებას, მე ამ სოფლის მოძღვარი ვარ” – დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბავშვს წესს აუგებენ, გადაწყვეტილება საპატრიარქომ მიიღო და განცხადება გაავრცელა.

“არასრულწლოვანია, შეიძლება გაუთვითცნობიერებლად ჩაიდინა ბავშვმა თვითმკვლელობა. როდესაც ექსპერტიზის პასუხი იქნება, მერე გაირკვევა. მე ამ სოფლის მოძღვარი ვარ, ყველა ოჯახის ავან-ჩავანი და ისეც ვაპირებდი წესისი აგებას”, – განაცხადა  წესის აგებასთან დაკავშირებით დეკანოზმა თეოდორე გამეზარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.

იტვირთბა....