თერჯოლაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მამას ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა.
„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, – ამბობენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს.