ახალი ამბები მთავარი სამართალი

“11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას ბიჭი ორი დღე ჩაკეტილი ჰყავდა” – ნათესავები

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ნათესავები აცხადებენ, რომ  ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა.

ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მათივე განცხადებით, ბოლო ორი დღე, მოზარდი მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ის მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.

“საშინელი კაცი იყო. გოგოებზეც ძალადობდა. ბოლო ორი დღე ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი, გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო”, -განაცხადა ბავშვის დეიდამ, ია ბოგვერაძემ.

კითხვაზე, თუ კი იცოდნენ, ძალადობის შესახებ, რა მოიმოქმედეს და რატომ არ დაუძახეს პატრულს, ნათესავები აცხადებენ, რომ მათ მამაკაცთან კონფლიქტი ჰქონდათ და მის სახლში მისვლას ვერ ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს. ნათესავებისგან განსხვავებით, მეზობლები აცხადებენ, რომ მამას 11 წლის შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ძალადობის შესახებ არ სმენიათ.

იტვირთბა....