ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი (შალამბერიძე) ამბობს, რომ თერჯოლაში დაღუპულ 11 წლის მოზარდს წესს ვერ აუგებენ, რადგან ამის უფლება არ აქვთ.
“არაფერი არ ვიცი, არავინ არაფერს არ მეუბნება და ვერავინ ვერ გასცემს ხმას უჩემოდ. ვერ გავაკეთებთ, ეს ღვთის გმობაა, სად გვაქვს უფლება? არ შეიძლება, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს.
11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? არ მოქმედებს ჩვენს კანონში მასეთი. გამონაკლისები არის როცა ექიმის ცნობები აქვს, თუ ეს არაა, ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერაფერს”, — განაცხადა მიტროპოლიტმა.
ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი წესის აგებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების პასუხს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.