ახალი ამბები მთავარი სამართალი

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდს შესაძლოა წესი არ აუგონ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი წესის აგებასთან დაკავშირებით სასულიერო პირების პასუხს ელოდება.

საგამოძიებო უწყება საქმეზე თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ამიტომაც, ბავშვს სასულიერო კანონების მიხედვით, შესაძლოა წესი არ აუგონ.

“ველოდებით მამაოს პასუხს, ყველაფერს გავაკეთებთ, თუ რამე შეიძლებაო. წესის აგებასთან დაკავშირებით საუბარი 3-4 დღეა მიმდინარეობს. ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. დედას როგორც ვიცით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა და ის დღეს”, – ამბობს გარდაცვლილის და, თინათინ აბჟანდაძე.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

იტვირთბა....