ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რო­გორც მი­თხრეს, ფან­ჯრის წინ, ალუბ­ლის ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლიო” – რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

“რო­გორც მი­თხრეს, ფან­ჯრის წინ, ალუბ­ლის ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლიო, ან იმ პა­ტა­რა ტოტ­ზე რო­გორ ჩა­მო­კი­და თავი, ან რა­ნა­ი­რად ვერ შე­ნიშ­ნეს, იქ­ვეა ოთა­ხის ფან­ჯა­რა, ისე ძა­ლი­ან წვიმ­დაო და ბავ­შვი თურ­მე სვე­ლიც არ იყო. მა­მა­ჩემს ჩა­მო­უხ­სნია, როცა პო­ლი­ცია მი­სუ­ლა, დახ­ვედ­რი­ათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია – მი­სა­ღებ ოთახ­ში გაშ­ლილ დი­ვან­ზე იწვა თურ­მე ჩემი ძმა, გვერ­დზე მი­წო­ლი­ლი იყო მთვრა­ლი მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­საც ჩა­ძი­ნე­ბია. თურ­მე პო­ლი­ცი­ას კარი რომ შე­უ­ღია და მამა-შვი­ლი და­უ­ნა­ხავს დი­ვან­ზე, უთ­ქვამთ, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეთ, – სძი­ნავ­თო, მა­მა­ჩე­მი გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და რომ მო­კი­დეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ისე­თი მთვრა­ლი იყო ეტყო­ბა, გო­ნე­ბა გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და და მი­უწ­ვა თა­ვის შვილს, არ ვიცი ფსი­ქი­კუ­რად აიჭ­რა თუ არა, ვერ გე­ტყვით იქ რა მოხ­და.”

ნა­თია აბ­ჟან­და­ძე – 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის და.

ამის შესახებ ambebi.ge-ს განუცხადა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას დაღუპული მოზარდის ბებიაც აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

 

 

იტვირთბა....