ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვი ბიძამ წაიყვანა და დამალა სახლში. მამა ურეკავდა გამოუში უნდა მოვკლაო” – დაღუპული 11 წლის მოზარდის ბებია

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალებას, ბავშვის ბებია მამას უკავშირებს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანი მამას ცემისგან შემოაკვდა, შემდეგ კი ინსცენირება მოახდინა, თითქოს მოზარდმა თავი მოიკლა.

როგორც ბებია აცხადებს, ბავშვს ხშირად მალავდნენ მამის აგრესიისგან დასაცავად.

“ბავშვმა დაურეკა დედამის, დედა მიშველე მამა დანით დამსდევს მოსაკლავადო. მერე ბიძას წაუყვანია დაუმალია სახლში. მთელი ღამე რეკავდა გაუმოუშვი უნდა მოვკლაო. დილით მისულა მერე, კარებს წიხლები ურტყაო, გავაღე კარები და გავატანეო. ცოლს დაურეკა ფული გამომიგზავნეო, ცოლმა უთხრა არ გაღირსებ ფულსო და მაშინ უთხრა, თუ ფულს არ გამომიგზავნი ამ ბავშვის ხმას ვეღარ გაიგონებო”, – აცხადებს ბებია.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

იტვირთბა....