გარდაცვლილის მამას პროკურატურამ ბრალი იმ მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინა, რაც ამ ეტაპზე არსებობს – ამის შესახებ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის პროკურორმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მიმდინარეობს.
”პროკურატურის მიერ მოთხოვნილი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და შეუფარდა პატიმრობა. დღევანდელი მოცემულობით რა მტკიცებულებებიც იყო, იმ მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მიმდინარეობს გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე”, – ამბობს საქმის პროკურორი.
ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას დაღუპული მოზარდის ბებიაც აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.
პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.