ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს” – დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა, შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასზე ძალადობის ბრალდებებს არ ეთანხმება.

როგორც ფრიდონ აბჟანდაძე აღნიშნავს, შვილთან განსაკუთებულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

“მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? – თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“ – განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის წარდგენის შემდეგ.

ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას დაღუპული მოზარდის ბებიაც აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

იტვირთბა....