“ჩემი ძმა თავს არ მოიკლავდა, მიყვანილი ყავს თვითმკვლელობამდე. რომ დაგვირეკა და გვითხრა ამის ხმას ვეღარ გაიგონებთო მაშინ გაგუდა ან მოკლა ალბათ. დაისაჯოს უმკაცრესად. ჩემი ძმის მკვლელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.”
ნათია აბჟანდაძე – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და
“TV პირველი”
ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება დაღუპული მოზარდის ბებიამაც გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.