ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რაც დაგარიგე, ეგრე იტყვი, თორემ მომიწევს შენი დაჭერა”- ამირხანაშვილისა და გამომძიებლის მიმოწერა გასაჯაროვდა

გასაჯაროვნდა მიმოწერები შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმესა” და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის, რომელიც “მთავარმა არხმა” მოიპოვა. ტელეფონი, რომელიც არხის ხელში აღმოჩნდა, გური ამირხანაშვილს ეკუთვნის და მოწყობილობა მას, თავად საგამოძიებო ორგანოდან მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომლებთან კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა.

მობილურ ტელეფონშ არსებულ მიმოწერას  უცვლელად გთავაზობთ.

“-ეს ტელეფონი ვის გამოატანე, შემეშინდა ხულიგანს გავდა.

– არ დარეკო მომწერე

-სენსორს ვარ მიჩვეული, ამით ძლივს ვწერ ხოლმე.

-ეს ჩვენი აგენტია ნახალოვკელი.

-ოკ

– არაუშავს ივარჯიშე

-გავიგე, კაი.

-ნახალოვკელებს დაუმძიმეს.

-გავიგე ვუყურებდი, ტელევიზორშიც ყოფილა.

-ეხლა შენზე წავა ნაჟიმი. რაც დაგარიგე ეგრე იტყვი .ზედმეტი არ ილაპარაკო.

– ოკ, გასაგებია,

– კარგად დაიზეპირე, ისე, რომ რომც გაგაღვიძონ სხვაპასხუპით მოყვე.

– გასაგებია, ყველაფერი

-შენი ნებაა, მაგრამ თუ ჩაიჭრები დაგიჭერენ.

-არასრულწლოვნის მამა ატრაკებს, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმოთო, შვილზე და ჩემზე ამბობს, მე დავაფინანსებო, ეხლა რა ვქნა

– არაუშავს არასრულწლოვნის მამას მე მივხედავ, შენ წადი ჟურნალისტებთან და ჯერ მოვრჩეთ ეს საქმე, მერე რაც გინდა ის გააკეთე, თორემ შეცდომას თუ დაუშვებ მომიწევს შენი დაჭერა, გაიგე?”

ამ მიმოწერების გავრცელების გამო, მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამასთან, ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს. 

იტვირთბა....