ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ მობილურ ტელეფონს და მიმოწერას, რომელიც გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.

ცნობისთვის,  “მთავარმა არხმა” გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი და საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა. წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ. მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.

იტვირთბა....