მთავარი ციტატა

“მეცოდება ამირხანაშვილი, ძმაო, სიმართლე თქვი, შენს გვერდში ვართ, ნუ გეშინია”- დაკავებული არასრულწლოვნის მამის მიმართვა

“ამირხანაშვილი მეცოდება, მართლა მეცოდება, ძმაო, შენ სიმართლე თქვი და შენს გვერდში ვართ სუყველა, ნუ გეშინია.”

 

თამაზ ხომასურიძე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა

ამის შესახებ დაკავებულის მამამ “მტავარ არხთან” იმ მიმოწერასთან დაკავშირებიტ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა. დაკავებულის მამა იმასაც ამბობს, რომ მას ხელში ცაუვარდა “ფლეშკა”, სადაც ზუსტად ის მიმოწერაა დამახსოვრებული, რაც მობილურ ტელეფონში. 

ცნობისთვის, გაჩნდა ტელეფონი, რომლითაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” და მისი მეგობარი გური ამირხანაშვილი სარგებლობდა. მიმოწერის ავტორი, როდესაც უყვება კონკრეტულ ამბებზე, რომელიც მედიით ვრცელდებოდა, საპასუხოდ “ოქროს მოწმე” იღებს შეტყობინებას, რომ ის უნდა იყოს ფრთხილად, აკონტროლოს ყველა სიტყვა, თორემ მისი დაჭერაც მოუწევთ.

იტვირთბა....