უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
“კანონები არაფერია. უამრავი ხალხია გამოსული. არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება. ეს აღარ არის რომელიმე კანონის წინააღმდეგ, ეს უკვე არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მის მართლა გადარჩენისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ რუსული საქართველო არ გვინდა და ამასთან დაკავშირებით, მგონი, ძალიან ერთიანი ვართ.
ჩემი საქმე არ არის, რომ გეგმა დავსახო. არავის აქვს არასდროს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხეს, ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება და ერთადერთი გეგმა არის ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ვინც სვამს კითხვას გეგმაზე, თვითონ თქვას, როგორი გეგმა შეიძლება იყოს. გეგმა აგერ არის: ეს ხალხი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

