12 დეკემბერს ირანის ხელისუფლებამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი პარასკევს დააკავა. ინფორმაციას მისი ფონდი მოჰამადის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარიზში დაფუძნებულმა ფონდმა განაცხადა, რომ მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა “ძალადობრივად დააკავეს” ხოსრო ალიკორდის, იურისტის, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს, ხსოვნის ცერემონიაზე. მოჰამადი ირანის მეორე უდიდეს ქალაქ მეშჰედი დააკავეს.
ირანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი, მოჰამადი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2023 წელს გახდა.
12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მოჰამადის და სხვა აქტივისტების “სასტიკი დაკავება” დაგმო და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

