“მგონია, რომ ხმები დაიქსაქსება. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ამ ოლქში არჩევნები ორპოლუსიანია. ამომრჩეველს სჭირდება ისეთი დეპუტატი, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს. იმედია, მეორე ტურში სიტუაცია უფრო დაიწმინდება. გია ვოლსკის ქუჩურ პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ, ის ქუჩის ბიჭი არასოდეს ყოფილა, მას კომკავშირული წარსული აქვს. ის 60-იანი წლების რომანტიკაში ჩარჩა.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“პრაიმტაიმი”
ამასთან, ანალირიკოსის შეფასებით, “დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზურა ჯაფარიძე და გია ვოლსკი – ერთი ღრმა წარსულია, მეორე – ჯერ არ დამდგარი მომავალი.
ორპულისიანი სცენარის განვითარებაე “მეტრონომთან” ანა დოლიძემაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სრულიად აწყობს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.