ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საბურთალოზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება

საბურთალოზე გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

აღნიშნული განცხადება, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი თაკო ჩარკვიანი და “ქართული ოცნების” წევრი დავით სერგეენკო.

ასევე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მხარი დაუჭირა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.

იტვირთბა....