“დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზურა ჯაფარიძე და გია ვოლსკი – ერთი ღრმა წარსულია, მეორე – ჯერ არ დამდგარი მომავალი. სიურეალისტური სიუჟეტი გვაქვს ამ ოლქში – დღევანდელობაში რეალობა არცერთი არ არის. ახალგაზრდებისა თინეიჯერების სეგმენტში ჯაფარიძე პოპულარულია, მაგრამ ახალგაზრდობა აპოლიტიკურია და მათი აქტივობა არჩევნებზე მინიმალურია. მათ, ვისაც ჯაფარიძე მოსწონს, ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. არჩევნები საბავშვო ბაღში რომ ტარდებოდეს, შეიძლებოდა მოეგო კიდეც. თავის მხრივ, გია ვოლსკი ღრმა წარსულია. ამიტომ, ძნელია ამომრჩევლებისთვის ასეთი არჩევანის წინაშე პირისპირ დადგომა.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“პრაიმტაიმი”
ამასთან, ანალიტიკოსი ზურა ჯაფარძის მირწევებზეც საუბრობს: “თუმცა, არ მინდა, რომ ზურა ჯაფარიძეს დავუკარგო მთავარი ღირსება ეკონომიკის სფეროში. მან აირჩია ეპატაჟური ნიშა, ის ბევრად კომპეტენტურია ეკონომიკაში, ვიდრე – გია ვოლსკი. მას ბევრი აკლია ჯაფარიძის განათლებამდე.”
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი, “ლელოდან” ლევან სამუშია, “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსიდან” გედევან ფოფხაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე.