მთავარი ციტატა

“მთავარია, არ მივიღოთ მეორე “ხორავას ქუჩის” სასამართლო”- სამუშია შაქარაშვილის საქმეზე

“დღეს რა მოიპოვა გამოძიებამ, ესაა მთავარი. ეს ადამიანი რომ მოკლულია, ბევრი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით. აქ მთავარია, არ მივიღოთ “ხორავას ქუჩის” სასამართლო  მეორე და არ მივიღოთ ის, რომ ნახევარფაბრიკატი  მტკიცებულებები სპეციალურად გააგზავნოს პროკრატურამ. მთავარია, რით დასტურდება ეს ბრალდება, თორემ მოკლული რომაა, ამაზე არავინ დავობს. რა მტკივებულებები გვაქვს, არ შეიძლება პროკურატურა ამ ანიმაციით გველაპარაკებოდეს, რაც პროკურატურამ წარადგინა.” 

ლევან სამუშია – ადვოკატი

“დღის ამბები”

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ აღნიძნული გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.  პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ცნობისთვის, 17 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა,  რომელშიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთო. გამოძიებამ ექსპერტებს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.  ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....