ახალი ამბები მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

რა შედეგის დადება შეუძლია შაქარაშვილის საქმეზე კომისიურ ექსპერტიზას და რა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს გამოძიება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიური ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს, თუმცა როდის გახდება ცნობილი საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “მეტრონომთან” განაცხადა.

გეჯაძის განცხადებით, გამოძიებამ ექსპერტიზის ბიუროს 14 კითხვით მიმართა, აქედან 3 კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, შსს-მ ჩართოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები, დანარჩენ კითხვეზე კი თავად მუშაობენ.

“მუშაობა დაწყებულია, მაგრამ როდის იქნება კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, ვადებს ვერ გეტყვით. დამოკიდებული ვართ გამოძიებაზე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სამი სპეციალისტი. თორემ, ჩვენ და სამხარაულის ბიურო სხვა საკითხებზე მუშაობის პროცესს ვაგრძელებთ. სულ 14 შეკითხვაა და აქედან 2-3 შეკითხვაა, რომლებზეც პასუხის გაცემა სხვა სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს. თორემ, დანარჩენი საკითხები სულ ჩვენი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების გადასაწყვეტია. ამ საკითხებზე უკვე ვმუშაობთ, ბუნებრივია,”- აცხადებს გეჯაძე.

კითხვაზე, რამდენად გარდამტეხი იქნება კომისიური ექსერტიზის დასკვნა გამოძიების პროცესში, ექსპერტის თქმით, დასკვნა შეამცირებს იმ ვერსიების არეალს, რაზეც ახლა გამოძიება მუშაობს და ეს დაეხმარება, უფრო კონკრეტული მიმართულებით გააგრძელოს საგამოძიებო მოქმედებები.

“ბუნებრივია, დასკვნა საკმაოდ ინფორმატიული იქნება, იმ მხრივ, რომ რამდენიმე ვერსიიდან რომელი ვერსიაა გამოძიებისთვის უფრო რეალური და სარწმუნო. თუკი ჩენ გამოვრიცხავთ ამა თუ იმ გარემოებას, სად შეეძლო მიეღო დაზიანებები შაქარაშვილს, ბუნებრივია, გამოძიება ამ ვერსიას აღარ განიხილავს. რამდენი ვერსიაც დარჩება და როცა ჩვენ ვიტყვით, რა პირობებში და რა სახის საგნებით შეეძლო შაქარაშილს დაზიანებების მიღება, გამოძიებაც ამ ვერსიაზე იმუშავებს,”- აღნიშნავს ექსპერტი.

გეჯაძის თქმით, გამოძოების ერთ-ერთი კითხვაა, იყი შესაძლებლობა თუ არა, შაქარაშვილს ისეთი დაზიანება მიეღო თავის არეში, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია გონების დაკარგვა, რაც ბევრ გარემოებას ნათელს მოფენს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შსს-სგან სპეციალისტის ჩართვაა საჭირო.

გარდა ამისა, ექსპერტი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კომისიური ექსპერტიზის შედეგით ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება ბრალდებულებისთვის 109- მუხლის წასაყენებლად. როგორც გეჯაძემ აღნიშნა, ექსპერტიზა კონკრეტული პირების დანაშაულს ვერ გამოკვეთავს, მას მხოლოდ კონკრეტული ვერსიების დადება შეუძლია.

“ჩვენ იმას კი არ ვწერთ, ვინ რა დაზიანება მიაყენა შაქარაშვილს, ჩვენ ამას გამოძიება არ გვეკითხება და ეს არცაა ჩვენს კომპეტენციაში. ჩვენ ვადგენთ კონკრეტულ ლოკაციებში, ამა თუ იმ პიროებში, დაგორებით, დაცემით, სიმაღლიდან ვარდნით ამ დაზიანებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს. თუ დავწერთ, რომ ის დაზიანებებს სიმაღლიდან ვარდნით ვერ მიიღებდა, თუ ეს ვერსია არსებობდა გამოძიებისთვის, დაზიანება სიმაღლიდან ვარდნით ხომ არ მიიღო, ეს ვერსია გამოირიცხება. თუ დავწერთ, რომ დაგორებით იმ ფერდობზე ვერ მიიღებდა დაზიანებებს, ანუ გამოძიება ამ ვერსიასაც გამორიცხავს. ანუ ფაქტობრივად, წრე შევიწროვდება იმ ვერსების და დასკვით რომელი ვერსიაც დარჩება საბოლოოდ, გამოძიება იქიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას,”- აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

ცნობისთვის, 17 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა,  რომელშიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთო. გამოძიებამ ექსპერტებს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. კითხვებზე პასუხების გასაცემად, ექსპერტთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ჩადის და არსებულ რელიეფს უკეთესად სწავლობს.

მანამდე, 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. საქმეზედაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამართლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

იტვირთბა....