პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის სამართლებრივი დევნა „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრის მიმართ დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17-წლამდე ითვალისინებს.
პროკურატურამ 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმების გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. პროკურატურამ ასევე გაასაჯარობა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის რამეს მმხდარ ინციდენტს ასახავს.
ცნობისთვის, 17 ივლისს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებომ უწყებამ ახალი ექსპერტიზა დანიშნა, რომელშიც დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიაც ჩაერთო. გამოძიებამ ექსპერტებს 14 კითხვით მიმართა, რომელთა შინაარსიც ძირითადად გულისხმობს, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს. ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.