“იგნორს გვიკეთებენ რა…ჩვეულებრივი წიწილა მოკვდა და იმისი დედაა. მერე რა, რა მოხდა. ჩვეულებრივ მოკვდავთან პრემიერ-მინისტრი რატომ უნდა მივიდეს, ალბათ ეგრე ფიქრობს. კი ბატონო თავის გადასაწყვეტია. დღეს ბოლო დღეა, ვითხოვ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება და შემხვდეს, რომ კიდევ რაღაც ნდობის ფაქტორი გამოვუცხადო მას, რომ ჩემი შვილის საქმე ნამდვილად იქნება გამოძიებული.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას პროგრამისტის კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.