დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩილაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა.
რამიშვილი არ აკონკრეტებს ამოღებულია თუ არა ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია.
“იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში, ეს უკვე გახსნილი იყო. მე ჩავერთე 22-ში – ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. დღესაც ბოლომდე არ ვარ დარმუწნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე” – ამბობს მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.