“თავად ფსიქოლოგთან სიარული არ იქნებოდა ასეთი საინტერესო გამოძიებისთვის, რომ არ ეთქვა ასეთ კონტექსტში. არავითარი ვერსია არ შემოგვთავაზეს, საგამოძიებო ნაბიჯები თითქმის არ არის გადადგმული. ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ ფაქტია ჩვენს წინაშეა სამსახურებრივი გულგრილობა. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი და იმისთვის, რომ თავი დაიცვან, საზოგადოებას გადმოგვიგდეს ეს კონტექსტი, თან პირდაპირაც ვერ გვეუბნებიან. ჩვენ საზოგადოებას უნდა მივეხმაროთ, რომ ამ თემას – ფსიქოლოგთან სიარულის თემას ტაბუ მოვხსნათ. ამერიკაში რამე განსაკუთრებულია? – ყველა დადის ფსიქოლოგთან”.
ანა დოლიძე – მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი
ამის შესახებ დოლიძემ თამარ ბაჩალაიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
ცნობისთვის, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგთან დადიოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.