ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

“ასევე ამოღებულია წერილი, ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერი ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....