ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სუსის გახაზული ფსევდო ექსპერტი. “მთავარი აქცენტების” გასვლის შემდეგ “აღმოაჩინა” მექანიკური შეცდომა” – გვარამია გეჯაძის განცხადებაზე

“ეს კაცი არის თაღლითი და ნაძირალა, სუსის გახაზული ფსევდო ექსპერტი. როგორც ჩანს, მხოლოდ გუშინდელი მთავარი აქცენტების შემდეგ “აღმოაჩინა”, რომ “გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ “შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერებისას ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა.”

შეგახსენებთ, რომ გუშინ “მთავარ არხზე” გასულ გადაცემაში, უკრაინელმა სასამართლო ექსპერტმა გალინა კარმოშინამ განაცხადა, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....