ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გიორგი შაქარაშვილი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო” – ექსპერტი

შაქარაშვილის საქმეზე უკრაინელი სასამართლო ექსპერტი გალინა კარმოშინა აცხადებს, რომ წყალში პოვნისას 19 წლის ფეხბურთელი მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო. ამის შესახებ ექსპერტმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი აღმოჩენიდან 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდეს.

“18-19 ივნისის ღამით ქრება ბიჭის კვალი და 22 ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში კი ცალსახად არის დაწერილი, რომ ცხედარს აღენიშნება გვამური გაშეშება. ამასთან ერთად, სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრად არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხედარი რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს აშკარად უცვლიდნენ პოზიციას. ლაქებით თუ ვისმჯელებთ ის იწვა მუცლით, მძიმე მყარ ზედაპირზე” – განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

იტვირთბა....