aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში” – დავით ჭიჭინაძე

“აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვლის, როდესაც ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში. ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან. პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას.”
დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ, დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომთან” საიბრისას განაცახა.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.“
მანამდე, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, “ალეკო ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა და მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ვაჭრობისგან.”  ამ განცხადებას ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისი პარტიის რესურსიდან გამომდინარე, მას ის პოზიცია ჰქონდა, რაზეც უგულავამ ისაუბრა.
იტვირთბა....